საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებს და განაცხადა, რომ ეს კონფერენცია არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლის კიდევ ერთი დასტური.
„დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი ნაკისრი ვალდებულების სერიოზულობისა, იმის მაგალითია, რომ ევროპული მომავალი არის გარდაუვალი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი საქართველოზე: უმცირესობათა უფლებები მარგინალური საკითხი არ არისმისი თქმით, ბათუმის კონფერენცია პანდემიის შემდეგ, რომელსაც 4 პრეზიდენტი ეწრება, ეს არის ახალი დასაწყისი, რომელიც იძლევა იმედს და ნიშნავს, რომ ნაკისრია ახალი ვალდებულებები.
ასევე ნახეთ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე აქცია გაიმართა„საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და ის განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის ასახულია ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში, ასახულია დამოუკიდებლობის დღიდან. ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწვევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.