უკრაინაზე ვლადიმირ პუტინის სტატიის შესწავლა აუცილებელი გახდა რუსეთის არმიაში

სერგეი შოიგუ აღლუმზე

ვლადიმირ პუტინის სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის“ შესახებ სავალდებულო თემად იქნა შეტანილი რუსეთის არმიის სამხედრო-პატრიოტული მომზადების პროგრამაში. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, მოაწერა.

პუტინის სტატია კრემლი საიტზე 12 ივნისს გამოქვეყნდა. მასში რუსეთის პრეზიდენტი წერს, რომ გასული ათასწლეულის შუალედში სახელწოდება „უკრაინა“ იხმარებოდა „განაპირა მხარის“ („ოკრაინა") მნიშვნელობით, ხოლო კიევის, დნეპრის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებნი თავს თვლიდნენ მართლამდიდებელი რუსი ხალხის ნაწილად და იწოდებოდნენ „მალოროსიად“. ხოლო ოსმალეთის იმპრიასთან ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ყირიმი და შავიზღვისპირეთის მიწები, რომლებსაც „ნოვოროსია“ ეწოდა.


რუსეთის პრეზიდენტის თანხმად, დღევანდელი უკრაინა მთლიანად იმყოფება „უცხოეთის მმართველობის ქვეშ“, რის გამო იგი გადაიქცა „ევროპის უღარიბეს ქვეყნად“, რომელშიც რუსულენოვან მოსახლოება „იძულებით ასიმილაციას“ და „იდენტურობის ძალადობრივ შეცვლას“ განიცდის.


სტატიას უკრინაში არაერთგავროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს იგი პუტინთან პირადი შეხვედრის დროს.