"მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორი ვაკო ავალიანი "მაესტროს" ტოვებს. წასვლის მიზეზად ის ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებს ასახელებს. "არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე ["უცნობი"], არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია", წერს ის.
2021 წლის მარტში on.ge-სთან ის ამბობდა, რომ არხზე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა უარყოფდა ინფორმაციას არხის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით.