"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სამძიმარს უცხადებს "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს და ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.
"ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ!
გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელშიც მან 5 ივლისს მომხდარ შემზარავ ძალადობაზე პასუხისმგებლობა “თბილისი პრაიდსა” და სამოქალაქო აქტივისტებს დააკისრა, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა ჩვენზე ძალადობა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია", - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 95% მარშის ჩატარების წინააღმდეგია ყველა უნდა დაემორჩილოს"თბილისი პრაიდი" საზოგადოებას ახსენებს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა.
"ჩვენ სისტემატურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, ვაფრთხილებდით დაანონსებული ძალადობის შესახებ, ვთხოვდით, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ თავიდან აგვერიდებინა 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში, შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!
5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. მათი მთავარი სამიზნე სწორედ “თბილისი პრაიდი” და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია.
სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების “სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა", - წერია განცხადებაში, რომელშიც "თბილისი პრაიდი" მადლობას უხდის მედიასა და ჟურნალისტებს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სთხოვს პრემიერ-მინისტრს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: გამოვლინდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ლექსო ლაშქარავაზე ყველა თავდამსხმელიტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებს მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.
არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები და მოქალაქეები ითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სრული შემადგენლობით. მთავრობა ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, მოქალაქეები აქციების გზით აპირებენ ზეწოლას ხელისუფლებაზე.