ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს ქადაგების დროს ტაძარში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და მღვდლები 5 ივლისს ძალადობის მოწოდებაში დაადანაშაულა. მოქალაქე ამბობს, რომ "საპატრიარქო ყარს".
"თქვენ სად იყავით, სად იყავით, თქვენ სად იყავით, რატომ არ დაუდექით იმ ხალხს გვერდით. ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება, დემოკრატია მოვიპოვოთ?! სად იყავით თქვენ? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლაა. მომისიეთ ეს ხალხი, ჩამქოლეთ. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან. ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა... ეს ყველაფრის მიწასთან გასწორებაა... საპატრიარქო სად იყო, რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, თქვენ ხედავთ იმ კადრებში... დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო და თქვენ არ გინდა გასუფთავდეს საპატრიარქო?" - განაცხადა მოქალაქემ.
5 ივლისს საპატრიარქოს მოწოდებით თბილისში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ამ დღეს "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, რასაც საპატრიარქო და ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ. ამ დღეს მინიმუმ 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდა. 11 ივლისს, 5 ივლისს ძალადობის დროს დაშავებული "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.