პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, თუ რატომ იყნენ „წინააღმდეგი“ „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის. მისი თქმით, საერთოდ არ ესმის რა სიტყვა „აღლუმი“. მას მხოლოდ ერთი აღმული ესმის ეს არის სამხედრო აღლუმი.
„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი დემონსტრაიცულად. პროპაგანდისტილი მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო ყველანი უნდა დავემოჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული რომ ამას ანგარიაში გავუწიოთ, ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს, ისე აღარ იქნება როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრაველობის ბედს, როცა ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყველტილებას იღებდენ საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა.
მისი სიტყვებით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლება ყოფილიყო დაცული ,ხელისუფლებამ ამტიდისკრიმანაციული კანონიმი მიიღო რა მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვთ „განსხვაველი ორიეტინაციის ადმიანეების მიმართ“ ჩვეულებრივ ყოველდღულ ცხოვრებაში, მაგრამ არიოდესაც ამ ყველაფრის ორგანიზება ხდება „ პროვოკაციული, პოლიტიკური მიზნით როდესაც ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება ეს არის მიურებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით ვინაიდან ვიცით რა დგას ამ მიზნის უკან“ და ეს არის პოლიტიკური მიზანი“.
მისი სიტყვებით უკვე დაკავებულია 100-ზე პირი, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო დამნაშავეების მიმართ.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური გზავნილები5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.
გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.
ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს აცხადებდა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ღირსების მარშის“ გამართვა.