ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში. ანგარიში გასულ 6 თვეს აჯამებს.
"მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა ყველა ქვეყანაში ფუნდამენტია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა. საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკლდა მკაფიო სტანდარტი და სახელმძღვანელო წესები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ყველა კანდიდატის თანაბარ შესაძლებლობაზე, მიეღწია წარმატებისთვის", - აცხადებს ოდირის დირექტორი მატეო მეკაჩი.
ანგარიშში კი ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა მიმდინარეობდა ისეთ გარემოში, სადაც მწირია ნდობა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ODIHR აღნიშნავს, რომ მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომ შეჩერებულიყო კანდიდატების წარდგენა ვაკანტურ თანამდებობებზე, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად უნდა მომხდარიყო.
ასევე ნახეთ დამოუკიდებელია სასამართლო, როცა მოსამართლეები კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აღიქვამენ?ოდირი აღნიშნავს იმასაც, რომ "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, გამოცდილების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს". საბოლოო ჯამში, ეუთო სასამართლო სისტემაში პრობლემების მოგვარების შესახებ პოლიტიკური ნების არარსებობას და ამ მხრივ ეფექტიანად მუშაობის მცდელობების სიმწირეს აფასებს, როგორც "შარლ მიშელის შეთანხმების" შეუსრულებლობას. ამ შეთანხმების ნაწილი იყო პირობა იმის შესახებ, რომ არსებული წესით მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო სასამართლო სისტემაში პრინციპულ ცვლილებებამდე.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხიეუთოს ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს არ იზიარებენ ქართველი პარლამენტარები მმართველი პარტიიდან, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი კი ანგარიშის გამოქვეყნებამდეც ღიად საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ახლდა თან.
"გულწრფელად გეტყვით, ჯერჯერობით ეუთო/ოდირის დასკვნის მხოლოდ იმ ნაწილს გავეცანი, რაც სააგენტოებზე იდო, მაგრამ სულისკვეთებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც უფრო მეტი ინკლუზიურობით, ჩართულობით და გახსნილობით მიმდინარეობდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ვიდრე საქართველოში.
თვისობრივად განსხვავდება განსაკუთრებით იმისგან, რაც ხდებოდა წინა წლებში. იმაზე თუ ვილაპარაკებთ, რამდენად არის გათვალისწინებული იგივე ეუთო/ოდირის თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. იმაზე თუ ვილაპარაკებთ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს რომელიმე კონკრეტული მოსამართლე, ეს ახლა სხვა თემაა. ამაზე ამ კონტექსტში, ცხადია, ვერ ვილაპარაკებ. ინკლუზიურობისთვის კარგი იქნებოდა, რომ ის შესაძლებლობა, რასაც კანონი იძლევა, რომ მართლა ჩართული იყოს ყველა პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოყენებული ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტი კითხვაც დაისმებოდა თუნდაც პარლამენტში და გაცილებით უკეთაც გამოჩნდებოდა საზოგადოების თვალში, თითოეული მოსამართლე პიროვნულდ იმსახურებს თუ არა იმ მაღალ პოსტს, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა", - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან" სოზარ სუბარმა.
ასევე ნახეთ სასამართლო სისტემა - გაფრთხილება ისმის, ქარავანი მიდისანრი ოხანაშვილმა მშრალი უწოდა ანგარიშს, შენიშვნების ნაწილი კი გაუგებრად მიიჩნია.
"ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციებში, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია და ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ რამე პროცესი უნდა შეგვეჩერებინა, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას, თუ რა იქნება საბოლოო დასკვნა და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს", - ამბობს ოხანაშვილი.
საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ ირჩევენ. საბჭომ "შარლ მიშელის შეთანხმების" გაფორმების შემდეგ, იუსტიციის საბჭოს რეფრმირებამდე, ივნისის თვეში 9 კანდიდატი შეარჩია, ივლისში კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო საქართველოს პარლამენტში. პროცესს პროტესტის ნიშნად გამოეთიშა სახალხო დამცველი. გასაუბრებას ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილიც.