კახეთში ქარმა 70-მდე სახლს სახურავი გადახადა
Your browser doesn’t support HTML5
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 70-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია დამხმარე ნაგებობებიც. განადგურდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ძლიერმა ქარმა სოფელში ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები და ბოძები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. რა უთხრა სტიქიის ზონაში ჩასულმა სახელმწიფო რწმუნებულმა დაზარალებულებს?