საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
შეხვედრის შესახებ პარლამენტის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, იგი აფასებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ადგილს დაუბრუნა. მისივე თქმით, პოლიციამ იმუშავა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა. ამასთანავე, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების საქმიანობაზე. ხაზი გაესვა „შარლ მიშელის დოკუმენტის“ იმპლემენტაციის მნიშვნელობას. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ქვეყანა მათ გადასალახად და წინსვლისთვის მზად არის.
ევროკომისარმა პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადმოტანა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელს ყველა პოლიტიკური პარტია მოაწერს.
„მხარეებმა ეკონომიკისა და ინვესტიციების პაკეტის შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იწყებს. საქართველოსთვის გამოყოფილი 3.9 მილიარდი ევრო უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული და სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. კახა კუჭავამ და ოლივერ ვარჰეისმა პაკეტის განხორციელებაში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რადგან, მათივე თქმით, საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ პარლამენტთან ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა კახა კუჭავამ აღმართასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ თავისი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც 6 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა ჩამოგლიჯეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები კახა კუჭავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა. პოსტში იგი წერს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ევროპელი სტრატეგიული პარტნიორების წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
ასევე ნახეთ ძალადობრივმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშარუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი: ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის წინ თავის კუთვნილ ადგილსევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 5 ივლისის მოვლენების შეფასების დროს დროშის ჩამოხსნის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს.