საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ თავისი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც 6 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა ჩამოგლიჯეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები კახა კუჭავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა. პოსტში იგი წერს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ევროპულ და სტრატეგიული პარტნიორების წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია:
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან.“, - წერს კახა კუჭავა ფეისბუკში.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ ძალადობრივმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშაევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 5 ივლისის მოვლენების შეფასების დროს დროშის ჩამოხსნის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
ასევე ნახეთ კახა კუჭავა 5 ივლისის მოვლენებზე: ეს იყო სამარცხვინო და დასაგმობია ყველას მხრიდან5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს.