რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოხსნეს.
ევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მათ მას შემდეგ დაიკავეს, რაც მდუმარე აქცია „თავისუფლებისათვის“ დასრულდა.
პარლამენტის წინ რჩებიან ჟურნალისტები, სამართალდამცავები და ძალადობრივი ჯგუფები.
ასევე ნახეთ „ღირსების მარში“ და სიძულვილის ჯგუფების კონტრაქცია - განახლებადი ინფორმაცია