ბელარუსის სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ მიიჩნია და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტობის ყოფილ პრეტენდენტს, Belgazprombank-ის ყოფილი ხელმძღვანელს, ვიქტარ ბაბარიკას, რომელიც განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულ ფაბრიკაციას უწოდებს. ბაბარიკამ შარშან დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა.
ვიქტარ ბაბარიკასთან ერთად კიდევ ექვს პირს ედება ბრალი ფინანსურ მაქინაციებში.
პროკურორმა ბაბარიკასთვის 15 წლით, დანარჩენებისთვის კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობა მითხოვა.
ვიქტარ ბაბარიკა თავის ვაჟთან, ედუარდთან ერთად დააპატიმრეს ივნისში, მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ორივეს ბრალად ედება მექრთამეობა, ფულის გათეთრება და გადასახადებისთვის თავის არიდება.
ბაბარიკას დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა Belgazprombank-ი და ათი მაღალი რანგის მენეჯერი დააკავა თაღლითობის ეჭვით.
ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ამ დევნას.