შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულის" დაკავებული მოწინააღმდეგეებიდან 20 ხელწერილით გაათავისუფლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
ძალადობრივი ჯგუფის დაკავებული 23 პირიდიან 3 იზოლატორში არიან გადაყვანილი. მათ საქმეზე სასამართლო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ისინი ადმინისტრაციული წესით - ხულიგნობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით არიან დაკავებულები.
ასევე ნახეთ პოლიციამ "პრაიდის კვირეულის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავაგუშინ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენება გაიმართა. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისთვის და შესასვლელთან აქციას მართავდნენ. კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების ნაწილიც ესწრებოდა.