შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 1 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. ისინი "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დახურულ სივრცეში გამართულ კინოჩვენებას ძალადობრივად აპროტესტებდნენ - იგინებოდნენ და ისვროდნენ ბოთლებს. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
ძალადობრივი ჯგუფის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები - ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლებით.
ასევე ნახეთ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კვერცხი მოარტყესდღეს "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში თბილისის ერთ-ერთ სივრცეში კინოჩვენება გაიმართა. ეს ინფომრაცია ცნობილი გახდა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისთვის და შესასვლელთან აქციას მართავდნენ. დღევანდელ კინოჩვენებას საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატების ნაწილიც ესწრებოდა.