დღეს, 23:00 საათის შემდეგ საქართველოში აღარ იმოქმედებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ე.წ. "კომენდანტის საათი". მისი 1 ივლისიდან გაუქმების გადაწყვეტილება 22 ივნისს გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოგვიანებით კი, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ გადაადგილება შეზღუდული აღარ იქნება 30 ივნისის 23:00 საათიდან.
საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა. ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადილება აკრძალული იყო 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო 2021 წლის 1 ივნისიდან 23:00 საათიდან 04:00-მდე.