თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ლგბტქ ჯგუფის ორგანიზებული "პრაიდის კვირეული" არ უნდა ჩატარდეს. კვირეულის დაწყებამდე ორი დღით ადრე მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კალაძემ.
ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?თბილისში "პრაიდის კვირეული" 1 ივლისს იწყება, 5 ივლისს კი დაგეგმილია "ღირსების მარში". "პრაიდის კვირეულის" დაანონსებიდან მალევე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქციების გამართვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები საქართველოს "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ