ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელალუსის ეკონომიკის საკვანძო სფეროებს და ლუკაშენკას რეჟიმის შემოსავლის მთავარ წყაროებს, მათ შორის პოტაგშის სასუქის და თამბაქოს წარმოებას, საწვავსა და ნავთობ-ქიმიურ პროდეუქტებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე 24 ივნისს, ბლოკის 27 სახელმწიფოს ლიდერებმა გაიმეორეს მოწოდება ბელარუსში ყველა პოლიტიკური პატიმრის და თვითნებურად დაკავებული პირების დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ. ევროკავშირი მოითხოვს „დასრულდეს ბელარუსში სამმოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიები“.
ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა შარშანდელი საპეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობა.
საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები თვდლიან, რომ არჩენები გაყალბდა, ხოლო ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, არ აღიარეს არჩევნების შედეგები და არ მიიჩნევენ ლუკაშენკას ქვეყნის კანონიერ ლიდერად.
კრიზისმა ახალ დონეს მიაღწია, როცა 23 მაისს, ბელარუსის მთავრობის ბრძანებით, სამხედრო თვითმფრმინავმა აიძულა Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დამჯდარიყო, რაც შეფასდა „სახელმწიფოს მიერ მოწყობილ გატაცებად“. მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებმა დააპატიმრეს ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი და მისი რუსი მეგობარი ქალი. „ამ ინციდენტის სიმძიმის და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ, ასევე ეროვნული უმცირესობების მიმართ რეპრესიების გათვალისწინებით, უნდა იყოს მიღებული დამატებითი ეკონოკიმკური სანქციები“ აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.
ევროკავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, უფრო ადრე დაუწესეს სანქციები ბელარუსს თვითმფრინავის ინციდენტის გამო.
ევროკავშირი აღარ აძლევს ნებართვას ბელარუსთან დკავშირებულ თვითმფრინავებს, დასხდნენ, აფრინდნენ ან გადაუფრინონ ევროკავშირის ტერიტორიებს.