აშშ-ის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ავღანეთის მთავრობას კოალიციური ძალების გასვლიდან ექვს თვეში კოლაფსი ემუქრება

ტაჯიკეთში გაქცეული ავღანელი მესაზღვრეები

თალიბების მიერ ავღანეთში მიღწეული ბოლოდროინდელი წარმატებამ აიძულა აშშ-ის სპეცსასმახურები გადაეხედათ ადრინდელი პროგნოზისთვის, რომელიც დასავლეთის მიერ მხარადაჭერილი ქაბულის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას შეეხება. „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ თანახმად, თუ აშშ-ის დაზვერვის ადრინდელი შეფასებით, ავღანეთის მთავრობა კოლიციური ძალების გაყვანის შემდეგ ძალაუფლებას კიდევ ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა. გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის სპეცსამახურები წინა კვირას მისულან დასკვნამდე, რომ ავღანეთის მთავრობა შესაძლოა კოალიციის გასვლიდან ექვს თვეში ჩამოიშალოს.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ 23 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული ამ შეფასების ფონია, თალიბების მიერ ათეულობით რაიონზე კონტროლის დამყარება და თავიანთი ძალაუფლების გავრცელა ქვეყნის კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზე.

ამ კვირის დასაწყისში თალიბებმა კონტროლზე აიყვანეს ავღანეთისა და ტაჯიკეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო ზოლი, ხელთ იგდეს მესაზღვრეთა შეიარაღება და წამოიწყეს მასშტაბური შეტევა ქალაქებზე, ყუნდუზსა და მზარ-ი-შარიფზე. „უოლ სტრიტ ჯოურნალის“ თანახმად, ამ ფონზე, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა პენტაგონს, რომ შეანელოს სამხედრო კონტინგეტნტის გაყვანა ავღანეთიდან, რომელიც აშშ-ის სამხედრო დაჯგუფების ნახევარმა, 3500 ჯარისკაცმა უკვე დატოვა.

მთიანად აშშ-ის სარდლობით მოქმედმა კოალიციამ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.