ვატიკანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა რომის პაპს, ფრანცისკეს.
ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.
ასევე ნახეთ წმიდა საყდარმა რომში მდებარე ეკლესია გადასცა საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიასპრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს.
ასევე ნახეთ საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის პირველი მემორანდუმები გაფორმდა