გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრი გერონტი პაპიტაშვილი ჯერ დააკავეს და შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. პაპიტაშვილისთვის უცნობია, დაკავების კონკრეტული მიზნის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ბანერთან მიიყვანეს და იქ ფოტოები გადაუღეს. ამის შემდეგ კი საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ის სოფელთან ახლოს გადასცეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ პაპიტაშვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო, მისი გადაცემა ცხელი ხაზის ამოქმედების გარეშე მოხდა.