ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში გრძელდება იქ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შესწავლის პროცესი. პანსიონატში აგრძელებენ მუშაობას სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. 9 ივნისს, პანსიონატში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და World vision-ის წარმომადგენლები. რაზე ილაპარაკეს 9 ივნისს ნინოწმინდის პანსიონში შეკრებილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ და საპატრიარქომ? რას აკეთებს გაეროს ბავშთა ფონდი იმისათვის, რომ ბავშვთა პანსიონების მონიტორინგს ხელი არ შეეშალოს? უნდა არსებობდეს თუ არა რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრები? როგორ მიადევნებს თვალს გაეროს ბავშვთა ფონდი ნინოწმინდის პანსიონში დაგეგმილ ცვლილებებს და იგეგმება თუ არა პანსიონატის ადგილას, მცირე ტიპის საოჯახო სახლების შექმნა, რადიო თავისუფლებას ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა Unicef-ის სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.
UNICEF-ი არ განიხილავს მცირე საოჯახო სახლების აშენებას ნინოწმინდის ბაზაზე
Your browser doesn’t support HTML5
როგორ მიადევნებს თვალს გაეროს ბავშვთა ფონდი ნინოწმინდის პანსიონში დაგეგმილ ცვლილებებს და იგეგმება თუ არა პანსიონატის ადგილას, მცირე ტიპის საოჯახო სახლების შექმნა, რადიო თავისუფლებას ამ და სხვა საკითხებზე ელაპარაკა Unicef-ის სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.