ფილიპ რიკერმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა 7 ივნისს საქართველოში შეხვედრები ჩაატარა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მან ბრიფინგზე 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ყველა პარტიისგან მოელის შეთანხმების არა მხოლოდ პუნქტების, არამედ სულისკვეთების გათვალისწინებას და სამი მიმართულებით წინსვლას. ესენია: ამნისტიის შესახებ კანონი და სასამართლო და საარჩევნო რეფორმები.