შუქრუთელების „ჩუმი“ პროტესტი

Your browser doesn’t support HTML5

სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს აპროტესტებს და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს, სამ თვეზე მეტი ხნის წინ, აქცია ჯერ საკუთარ სოფელში დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ათამდე შუქრუთელმა შიმშილობაც გამოაცხადა. მეექვსე დღეა აქციას მართავენ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.