ამერიკელი სენატორები: აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ აშშ-ის სენატორები - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი. ამერიკელი სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან. ვიზიტის მთავარი გზავნილია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ჟურნალისტებთან შეხვედრისას სენატორებმა ხაზი გაუსვეს 19 აპრილის შეთანხმებაში და მის განხორციელებაში ყველა პარტიის მონაწილეობის მნიშვნელობას და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობას.