ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, 19 წლის ბიჭი, რომელმაც იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, ანონიმურობის დაცვით, გვიამბობს, თუ რა ხდებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ის ყვება, 2006-2007 წლიდან იწყება.
ამ ამბების გარდა, ჩვენი რესპონდენტი მოგვითხრობს პანსიონში მომხდარ ერთ ძალიან მძიმე დანაშაულზეც, რომელზეც ახლა ღიად არ ვყვებით, სანამ არ გადავამოწმებთ, აღძრულია თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე.
მის დანარჩენ მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ.
Your browser doesn’t support HTML5
მე მანდ მოვხვდი 2001 წელს. ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემთვის მოევლო. ამიტომ, მშობელმა დედამ დამტოვა ერთი კვირის ასაკში, ნინოწმინდის პანსიონის ჭიშკართან.
შიგნით შემიყვანეს. როცა წამოვიზარდე და უკვე ჭკუა მომეკითხებოდა, კარგად გავერკვიე, იქ რა ხდებოდა. იქ ხდებოდა ისეთი რამეები, რის მიმართაც პროტესტიც გამიჩნდა.
ამ პროტესტის გამო იქ ბევრჯერ ვუცემივარ. ბრინჯზე და პურის მარცვლებზე დავუყენებივარ მუხლებით. კიდევ იყო თითებზე სახაზავის გადამტვრევის ფაქტებიც. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მე ვაპროტესტებდი, იქ რაც ხდებოდა. არ ვემორჩილებოდი მასწავლებლებს.
შუადღეზე რომ არ გვეძინებოდა, ერთი მასწავლებელი თვალებს გვიხვევდა და ძალით გვაძინებდა რეიტუზებით.
ასევე ნახეთ ოპოზიცია, ხელისუფლება, აქტივისტები, ომბუდსმენი - ვინ გახსნის ნინოწმინდის ჩარაზულ კარს?
ახლა ვეგეტარიანელი ვარ. მაგათ შემაზიზღეს ხორცი. საჭმლის მხრივაც პრობლემა იყო. საქონელი რომ დაკლეს, იმხელა თმიანი ნაჭერი შემხვდა საჭმელში, რომ მე იმის მერე ხორცი აღარ მიჭამია, შემზიზღდა.
ეს ამბები ხდებოდა 2006-2007 წლებში, როცა უკვე წამოვიზარდე, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ამ ცხოვრების რაღაც მესმოდა.
ბავშვებსაც გვასხვავებდნენ ერმანეთისგან. ნიშნები გვქონდა მონიჭებული - მაგალითად, შენ თუ იყავი კარგი მოსწავლე, ყველაზე მეტი რაღაც გეკუთვნოდა. კარგად იქცეოდი? შენ ყველაზე მეტი რაღაც გეკუთვნოდა.
მაგალითად, შუადღეზე არიგებდნენ „პეჩენიას“ და კანფეტს. ვინც ჭკვიანი იყო, მათ უჯერებდა და კარგად სწავლობდა ან რომელიმე სხვა მეუფის შვილი იყო ან მამაოსი, მას ხვდებოდა სამი „პეჩენია“ და სამი კანფეტი და ვინც წყნარად არ ვიყავით, ერთი „პეჩენია“ და ერთი კანფეტი.
მე ცელქი ბავშვი ვიყავი თავიდანვე, და ახლაც ისეთივე მიდრეკილება მაქვს, როცა ადამიანს ჩაგრავენ, როცა ანადგურებენ ფსიქიკურად და მორალურად, მე მაშინვე ვიწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ამას აკეთებს. ყოველთვის ასეთი ვიყავი და ვეწინააღმდეგებოდი იმას, რაც არ მომწონდა.
2009 თუ 2010 წელი იყო, ზუსტად აღარ მახსოვს, მე მანდედან სამი ბავშვი გავაპარე. ღობეზე გადავძვერით და იმ ღობეზე ისეთივე დახვეული მავთულები იყო, როგორც ციხეშია.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების შესაძლო შემთხვევას იძიებენ - სახალხო დამცველიოთხი ბიჭი შევიპარეთ „კაჩიგარიაში“, ამ გაპარვას დიდი ხანი ვგეგმავდით, „დავითრიეთ“ ვენახის საჭრელი მაკრატელი, „სეკატორი“ და მაგით გადავჭერით, მაგრამ დამიჭირეს, გამიკეთეს დასაძინებელი ნემსი და სამი დღე მეძინა.
ცემის ფაქტებიც იყო, კი.
თუ რამის გაკეთება არ მინდოდა, ვდგებოდი და გარეთ გავრბოდი, რადგან გარეთ ვწყნარდებოდი. დიდ ბიჭებს მადევნებდნენ, 17-18 წლის ბიჭებს, ეგენი დამიჭერდნენ, წამიყვანდნენ ექიმთან და ის ნემსს მიკეთებდა, დამამშვიდებელს, გათიშული რომ ვყოფილიყავი.
ვიქნებოდი 9-10-11 წლის ასაკის, როცა მათაც დაინახეს ჩემში უფრო მეტი პროტესტი და იმასაც ხვდებოდნენ, რომ შიგნით რომ ვინმე შემოსულიყო, მე არ გავჩერდებოდი.
იყო შემთხვევა, როცა ერთხელ შემოვიდნენ ჟურნალისტებიც და სხვა სასულიერო პირებიც მაგრამ მათ ანახებდნენ მხოლოდ პატარებს, რომლებსაც ლაპარაკი არ შეეძლოთ.
სექსუალური ძალადობის ფაქტი მე არ მახსენდება, მაგრამ მახსოვს, რომ ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მასწავლებლები ლაპარაკოდბენ ჩუმად და მე ყური მოვკარი, რომ მეუფე სპირიდონის საქმე, რომელიც ეხებოდა 14 წლის გოგოს გაუპატიურებას, სანამ ის მეუფე გახდებოდა, თითქოს საპატრიარქომ დაწვა. გაანადგურა, რომ ვინმეს არ ენახა.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?რეჟიმი იყო ასეთი, რომ გარეთ თუ გაგიყვანდნენ, ნახევარი საათით მხოლოდ და მალევე უნდა შესულიყავი შიგნით. დილით ცხრის ნახვეარზე უნდა ამდგარიყავი და გეჭამა და მერე პედაგოგები შემოდიოდნენ და გვამეცადინებდნენ. თუ არ ემორჩილებოდი, მერე უკვე სხვა ამბავი იყო.
იყო ასეთი ფაქტიც, სუპი არ ვჭამე და თავზე გადამასხეს მასწავლებელს რომ ვუტხარი, ასე რატომ იქცევით მეთქი, რას ჰქვია შემეტლიკინეო და ჩუსტი გამომიქანა, პლასტმასის ჩუსტი მესროლა. ვერ ავიტანე ეს და უკან ვესროლე და გავუხეთქე წარბი.
მეტანიებით დასჯაც იყო, კიდევ, ბუქნებს გვაკეთებინებდნენ. როცა თვითონ მოესურვებოდათ, გვეტყოდნენ, ადექი, ბუქნები გააკეთეო. არ გააკეთებდი და გცემდნენ - მე ძაან ხშირად მცემდნენ ლოგინის „რეიკით“, სკამის ჯოხით ცემა, თუ გაკვეთილს არ ვისწავლიდი ან არ დავწერდი, ხის სახაზავს მიტყამდნენ, რად გინდა ასეთი ხელებიო.
ასევე ნახეთ გალავანს მიღმა - რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში?მე მანდედან რომ წამოვედი 15 წლის ვიყავი.
პოლიციელი წყვილის ოჯახს უნდოდა ჩემი შვილება, მაგრამ მეუფემ არ გამაშვილა. პოლიციელმა ბიჭმა მკითხა, რით დაგეხმაროო და ჩემი ოჯახის ნახვა მინდა-მეთქი. ჩემი კითხვები მქონდა, რატომ მიმატოვეს და მაგ პოლიციელმა გამირკვია ვინ იყო ჩემი ოჯახი, სად ცხოვრობდა და მისმართიც გამიგო. მაგ ადამიანის დახმარებით დედაჩემმა გაიგო, რომ მე ისევ იმ ბავშვთა სახლში ვიყავი, სადაც თვითონ დამტოვა და რომ მოვიდა, მაგ დღიდან სამ თვეში მე უკვე წამოვედი ნინოწმინდიდან.
გავიგე ისიც, რომ დედაჩემი არაერთხელ მისულა იქ ჩემი ამბის გასაგებად, მაგრამ უთქვამთ, რომ ეგ ბავშვი აქ აღარ არისო. სხვამ წაიყვანაო. ბევრ ბავშვს ასაღებდნენ ისე, რომ ვითომ არ იყვნენ იქ, სინამდვილეში კი იქ იყვნენ. მაგრამ მალავდნენ.
ახლა ვცხოვრობ ჩემთვის. ცოლი მოვიყვანე, პატარა შვილი მყავს და დამოუკიდებლად ვცხოვრობ. ვარ 19 წლის.
რაც იქიდან გამოვედი, სულ ამაზე მქონდა ბრძოლა, რომ ეგებ ვინმე დამხმარებოდა და მე ის ბავშვები გადამერჩინა, მაგრამ სანამ ეს თემა არ გახმაურდა, არავინ შემომეხმიანა.
დღემდე გული მწყდება იმაზე, რომ იქ ბევრი ბავშვი დარჩა. ვნახე როგორ შესრულდნენ 18 წლისები და ისინი უბრალოდ გაუშვეს ბავშვთა სახლიდან. ძალიან ბევრი ქუჩაში დარჩა. ერთი ჩემი ძმაკაცი იყო, რომელიც გაუშვეს პანსიონიდან ქუჩაში - ღობიდან ველაპარაებოდი ხოლმე. მათხოვარი გახდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ქუჩაში გააგდეს.
ამიტომ მინდა, რომ ანალოგიური ტკივილი სხვებმა არ გამოიარონ, რაც მე იქ ვნახე.
მინდა ყველას გავუკეთო ჩემი მხრიდან ის სიკეთე, რომ იქაურობას თუ არა, იმ აღმზრდელებს მაინც მოვაშორო, ვინც ამას სჩადიოდა.
იქ გამოსავალს ვერ პოულობ. იმიტომ, რომ მორჩილება გიწევს და მარტო ხარ.
აი, ის ბიჭი, რომელიც ვახსენე, დაავადება ჰქონდა და სულ „ისველებდა“. მაგას მასწავლებლებისგან აკიდებული სახელი ჰქონდა „მოსიარულე ფსელი“ მერე ეს სახელი ბავშვებმაც დაიჩემეს და სულ ჩაგრავდნენ, ბოლო დონეზე აბულინგებდნენ რაც კი შეეძლოთ.
ერთადერთი, მაგ ბავშვთა სახლში რაც ვისწავლე, ის არის, რომ თავდასხმას უნდა უპასუხო თავდასხმით, თუ ამ ცხოვრებაში თავის გატანა გინდა, თავდასხმა თავდასხმის წინააღმდეგ, მეტი გამოსავალი მე მანდ ვერ ვნახე.