ამბები ნინოწმინდის პანსიონიდან - რას ყვება ყოფილი ბინადარი

Your browser doesn’t support HTML5

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, რადიო თავისუფლებას უამბობს, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ყვება, 2006-2007 წლიდან იწყება.
"ოთხი ბიჭი შევიპარეთ „კაჩიგარიაში“, ამ გაპარვას დიდი ხანი ვგეგმავდით, „დავითრიეთ“ ვენახის საჭრელი მაკრატელი, „სეკატორი“ და მაგით გადავჭერით, მაგრამ დამიჭირეს, გამიკეთეს დასაძინებელი ნემსი და სამი დღე მეძინა."

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, რადიო თავისუფლებას უამბობს, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ყვება, 2006-2007 წლიდან იწყება.

ჩვენი რესპონდენტი მოგვითხრობს პანსიონში მომხდარ ძალიან მძიმე დანაშაულზეც, რომელზეც ახლა ღიად არ ვყვებით, სანამ არ გადავამოწმებთ, აღძრულია თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე.