აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები.
დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობ პორტმანი საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.
„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებლები არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა“, - აცხადებს დეგნანი და განაგრძობს: „მთავარი გზავნილია, რომ ისინი ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა განაგრძობს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას“.
კელი დეგნანის ინფორმაციით, სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს. მისივე თქმით, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.