საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში, სადაც სახალხო დამცველსაც კი არ უშვებენ, 150-მდე ბავშვი იზრდება. ბავშვების რაოდენობის შესახებ მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ ახლა ვართ წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში, იმ ბავშვთა სახლში, ასეთ შეტევებს რომ განიცდის. ბევრი ბავშვები იზრდება აქ. 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა 150-მდეა", - განაცხადა მეუფემ პირდაპირ ეთერში.
ამ დრომდე სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მხოლოდ 56 ბავშვის ყოფნის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ამ ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებენ და არ აძლევენ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობას სახალხო დამცველს.
ასევე ნახეთ დეკანოზი თამაზ ლომიძე: ნამახვანზე დიდი პრობლემაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონშიპანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დაწესებულებაში არ უშვებენ არც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო?