სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე ბრუნდება ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თაკო ფხაკაძემ, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის წარმომადგენელმა. როგორც ის ამბობს, რომ კიკალიშვილი იქნება „პოსტსკრიპტუმის“ ევროპის კორესპონდენტი და თანაწამყვანი ევროპიდან. გადაცემის ძირითადი წამყვანი იქნება გურამ როგავა.
განახლებული პროექტი ეთერში დაახლოებით ორ კვირაში გავა.
კიკალიშვილი „რუსთავი 2“-ზე 20 წლის განმავლობაში (2016 წლამდე) იყო კვირის შემაჯამებელი გადაცემის წამყვანი. შემდეგ ის ავსტრიაში გადავიდა საცხოვრებლად.