საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად "ქართული ოცნების" მიერ პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებას ასახელებს. ამის შესახებ მან პარტიის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
"ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენი მომავლის შედარება წარსულთან, რადგან ეს უსპობს ქვეყანას განვითარებას... ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ სისტემური განახლების გზით უნდა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც ბოლო წლებში დაიწყო... დღეს საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რატომ ვართ აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრობას - მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი და გადავდექი ამ თანამდებობიდან იმის გამო, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეების პრობლემებს... გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას... გადავდექი იმიტომ, რომ ერთ მომენტში პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა...", - თქვა გახარიამ.
ასევე ნახეთ გიორგი გახარიას პარტიის თავმჯდომარე თავად გიორგი გახარია იქნებათბილისში, ექსპო ჯორჯიას პავილიონში გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
18 თებერვლის შემდეგ საზოგადოების ფართო ნაწილის წინაშე გიორგი გახარია პირველად დღეს, 29 მაისს საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე წარდგა. მან თანამდებობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში უთანხმოების გამო დატოვა.