ვინ როგორ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მილოცვებს იღებს მთელი მსოფლიოსგან.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის მილოცვაში.

26 მაისი მიულოცა საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც და აღნიშნა, რომ ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.

„თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება! - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს ლატვიაც"

ლიეტურვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ამ ტვიტს აქვეყნებს:

მოგვილოცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოანმაც.

ეს რუმინეთის მილოცვაა ტვიტერზე:

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

"მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში.

ასევე ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, თქვენ მისი ნაწილი ხართ

საგანგებოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა აშშ-ის საელჩომ. ელჩი კელი დეგნანი და დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად და ინგლისურად ულოცავენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვიდეომიმართვას ავრცელებს და მასში ქვეყანაში გატარებული 2 წლისა და 9 თვის შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

„ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით COVID პანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა. ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. გაუმარჯოს საქართველოს!“- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

ვეროკავშირის წარმომადგენლობის გუნდმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ამ ვიდეოთი მიულოცა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ტვიტერზე“ ულოცავს და წერს:

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა,“-

საქართველოს დამოუკიდებლობისა დღეზე ვიდემიმართვა გაავრცელა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკაში უტომ:

„იაპონიის მთავრობის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! იაპონიისთვის საქართველო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც ისეთი საერთო ღირებულებები გვაქვს, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვ. ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წლებში იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, და სხვა სფეროებში გაღრმავდა ფა განვითარდა. ეკონომიკის კუთხით, იანვარში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას“, - აცხადებს ტაკაში უტო.

Your browser doesn’t support HTML5

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გოგლმა მთავარ გვერზე საქართველოს დროშა გამოიტანა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მათ შორის იყოს კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

ბრაზილიაში განათდა სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია, რიო- დე- ჟანეიროში კი საქართველოს დროში ფერებში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება.

2021 წლის 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის საპატივცემულოდ ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე“ მდებარე განთქმული ცათამბჯენი - FIESP-ის შენობა.

კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა.

ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდა კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.

თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი“ და სხვა.