ფილარმონიასთან შეკრებილმა „რიონის ხეობის მცველებმა“ გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
ამ წუთებში გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.
ასევე ნახეთ ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში დაბრუნებას და "ენკასთვის" ხელის შეშლას აანონსებს