სოფელ მოხისის მოსახლეობამ დილიდან სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია სახნავ-სათესი მიწის აუქციონის წესით გასხვისების გამო გამართა. მოხისელები 24 წლის განმავლობაში მიწას იჯარით ფლობდნენ, თუმცა წელს მათ იჯარა აღარ გაუგრძელეს. აუქციონზე გაიტანილი მოხისელების მიწა, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილმა, შ.პ.ს " აგროინდუსტრიამ" იყიდა.
„იმიტომ აგირჩიეთ, რომ გვაგინო?“ - დაპირისპირება მოხისში
Your browser doesn’t support HTML5
ქარელის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაალ დუგლაძეს და პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ, ბესიკ დონაძეს შორის. დუგლაძემ დონაძეს შეაგინა, რასაც აქციის მონაწილეთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა.