საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება. 26 მაისს გენერალს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.