"ევროპულმა საქართველომ" საბოლოოდ თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე

დღეს გამართული პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. "ევროპულ საქართველოს" მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 5 მანდატი ჰქონდა. აქედან 3 მანდატი გამოიყენეს პარტიიდან წასულმა დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე პარტია "ლელოს" საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანდნენ პარლამენტში შესვლის შემდეგ.

პარტიას ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე.

"ევროპული საქართველო" ბოიკოტს ხსნის იმით, რომ არალეგიტიმურად მიიჩნევს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფორმირებულ პარლამენტს. პარტია არ არის "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელისმომწერებს შორისაც. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, "ევროპული საქართველო", ლეიბორისტული პარტია და პარტია "კანონი და სამართალი", ასევე, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.