დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, პეკინის გამზირზე, დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობის მცხოვრებთა თანახმად, ხანძრის დროს ერთ-ერთი სართულიდან გადავარდა ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, შენობიდან გაიყვანეს მოქალაქეები, მათ შორის არასრულწლოვნები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობთვე, ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით.

შენობაში გაჩენილი ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მეხანძრე-მაშველების 14-მა ჯგუფმა ჩააქრო.