შინ - უცხოეთში: „ამერიკაში რაც უნდა სიგიჟეს აკეთებდე, არავინ გაჩერებს“

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ბენაშვილის გზა თბილისის „ვალდორფიდან“ ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლამდე

„ნიქოზის შვილები“ ჰქვია ნინო ბენაშვილის პირველ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ჰიუსტონის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა. ნინო ამერიკაშია, სენტ ჯონსის კოლეჯის ბაკალავრია, ახლა ბალტიმორში ცხოვრობს და ნიუ იორკში აგრძელებს სწავლას ნიუ–იორკის უნივერსიტეტის ტიშის სახელობის ხელოვნების სკოლაში. პოდკასტში, „შინ - უცხოეთში,“ ნინო ბენაშვილი ოქროპირ რუხაძეს უამბობს გზაზე თბილისის ვალდორფის სკოლიდან სენტ ჯონსის კოლეჯის გავლით ნიუ იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლამდე და იმაზე, თუ როგორ მოხვდა ნინო შემთხვევით ამერიკაში და რამ შეაყვარა კინო.