დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს შექმნილი ხარვეზის გამო. რეგისტრაცია გუშინ, 12 მაისს, 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდზე ხარვეზი იყო და პროცესი შეჩერდა.
ასევე ნახეთ NCDC-ის განმარტებით, უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური შეფერხება"ეს დაკავშირებული იყო, დიდი ალბათობით, ტექნიკურ საკითხებთან. უმრავლესობა ამ ტექნიკური ხარვეზების გასწორდა დილის 4 საათისთვის და მოსახლეობას აცრაზე რეგისტრაციის საშუალება. დღესაც გრძელდება ხარვეზებზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ პორტალი გამართულად უნდა მუშაობდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ "სინოფარმით" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც პირველადი აცრა უკვე გაიკეთა. გუშინ, 20:00 საათიდან გაიხსნა ბაზა მეორე დოზაზე რეგისტრაციისთვის.