ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს

ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიბილოვი მონაწილეობას მიიღებს დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც 11 და 12 მაისს გაიმართება.

ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო ლიდერებთან დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკოვთან შეხვედრასაც გეგმავს. დე ფაქტო ცხინვალმა ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2014 წელს ცნო.