8 მაისს იერუსალიმში შეტაკებები განახლდა პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის, იმ ფონზე, როცა იზრდება დაძაბულობა მუსლიმთათვის რიგით მესამე წმინდა ადგილის, და ებრაელი მოსახლეების გამო პალესტინელების შესაძლო გამოსახლების გარშემო.
პოლიციამ ათასობით პალესტინელის წინააღმდეგ გამოიყენა არალეტალური ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც კონფრონტაციის შედეგად დაიჭრნენ სულ მცირე 205 პალესტინელი და ისრაელის 18 პოლიციელი. პალესტინელი ექიმები აცხადებენ, რომ 8 მაისს დაშავდა კიდევ 64 პალესტინელი, რომელთაგან 11 საავადმყოფოში მოხვდა.
შეტაკებები განახლდა მას შემდეგ, რაც 90,000-მდე პალესტინელი შეუერთდა ლოცვას იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში, რამადანის ყველაზე წმინდა ღამეს, ლაილათ ალ-ყადრის დროს.
სტატუსი აღმოსავლეთ იერუსალიმისა - სადაც მდებარეობს ალ-აქსას მეჩეთი და იუდაიზმის ყველაზე წმინდა ადგილი, ტაძრის მთა - წარმოადგენს ცენტრალურ საკითხს კონფლიქტში ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის და მას წარსულშიც გამოუწვევია ძალადობა.
9 მაისს უფრო ადრე შეხლა-შემოხლა მოხდა ალ-აქსას სიახლოვეს და იქვე მდებარე აღმოსავლეთ იერუსალიმის უბან შეიხ ჯარაში, სადაც ათობით პალესტინელი ებრძვის მათი გამოძევების მცდელობას ისრაელელი მოსახლეების მხრიდან.
ვარაუდობენ, რომ შემდეგ დღეებში დაძაბულობა კიდევ უფრო მოიმატებს. 9 მაისის საღამოს ებრაელები იწყებენ იერუსალიმის დღის აღნიშვნას - დღესასწაულის, როცა ისრაელი ზეიმობს აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირებას და რელიგიური ნაციონალისტები ქალაქში აღლუმებს და სხვა ღონისძიებებს აწყობენ. საზეიმო ღონისძიებები გაგრძელდება 10 მაისსაც, როცა ისრაელის სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს შეიხ ჯარადან პალესტინელების გამოძევების საკითხზე.