მმართველი პარტიის წევრი, სოზარ სუბარი ოპოზიციის კრიტიკას უქმე დღეებთან დაკავშირებით კრიტიკითვე პასუხობს. მისი თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია არ დადის და არ მუშაობს.
"გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება მათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ, დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნებოდათ დღეს, შემოვიდნენ პარლამენტში და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში შიმშილია და მთელი ხელისუფლება შვებულებაშიაკორონავრიუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ 3-დან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ამ დღეებში პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობა შეწყვეტილია - არ იმართება ბიუროსა და კომიტეტების სხდომები და არ არის ჩანიშნული პლენარული სესიაც.