საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 788 ადამიანს, 20 გარდაიცვალა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9790 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 788 შემთხვევა. ორშაბათი, 3 მაისი საქართველოში უქმე დღე იყო. ასეთ დღეებში ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი იკლებს. 788 ახალი შემთხვევიდან 384 თბილისშია, 106 აჭარაში.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.05%;
  • ბოლო 7 დღის - 5.74%;
  • ბოლო 14 დღის - 5.02%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1206-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 313 742 შემთხვევა. მათგან 295 458 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4183 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შეთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;

4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20.