მთავრობის ჩამოყალიბების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ბულგარეთში ახალი არჩევნები დაიგეგმება

ბულგართის პრეზიდენტი, რუმენ რადევი

ბულგარეთში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს მას მერე, რაც სოციალისტებმაც, უკვე მესამე პარტიამ, ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება 4 აპრილის არჩევნების შემდეგ. არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა სოციალისტებმა 1 მაისს გამოაცხადეს, რომ ისინი მთავრობის შექმნის მანდატს დაუბრუნებენ პრეზიდენტ რუმენ რადევს 5 მაისს.

ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, რომელშიც შედის მიმავალი სამგზის პრემიერი, ბოიკო ბორისოვი და ახალმა პარტიამ, „არის ასეთი ხალხი“, რომელიც ისტებლიშმენტის წინააღმდეგ გამოდის და რომელსაც ტელეწამყვანი სლავა ტრიფონოვი თავმჯდომარეობს, უარი თქვეს მთავრობის შექმნაზე.

ბულგარეთის კონსტიტუციით, თუ ეროვნულმა კრებამ ვერ შეძლო სამი ცდის შემდეგ მთავრობის შექმნა, პრეზიდენტმა უნდა დაშალოს პარლამენტი, შექმნას დროებითი მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი ახალი არჩევნები ორი თვის განმავლობაში. ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი 11 ივლისია.