„ჩვენებურები“ კი არა, ქართველები ვართ

Your browser doesn’t support HTML5

შინ - უცხოეთში: ფარნა-ბექა ჭილაძე, "შუშანიკის წამების" მთარგმნელი თურქეთიდან

ფარნა-ბექა ჭილაძედ, ხან ჩილაშვილად იცნობენ ქართულად „შუშანიკის წამების“, „კვაჭი კვაჭანტირაძის,“ სამანიშვილისა და ბევრი სხვა წიგნის მთარგმნელს, მწერალს და პოეტს, ტაო-კლარჯეთის სოფლების ისტორიის მკვლევარს, ფაჰრეთინ ჩილოღლუს, თურქეთელი ქართველების შთამომავალს. სტამბოლის უნივერსიტეტში იცოდნენ, რომ ქართველი ვიყავი და მეხუმრებოდნენ, განსაკუთრებით მემარცხენეები, სტალინის შვილიშვილი ხარო, - გიამბობთ თავის ამბებს ფარნა ჭილაძე.