თბილისში ტრანს გოგოს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ორი კაცი — აქტივისტი

თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებები ტრანსი გოგოს სხეულზე.

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ახლოს ორი კაცი თავს დაესხა არასრულწლოვან ტრანს გოგოს, რის შედეგადაც მან სხეულზე დაზიანებები მიიღო.

„დაინახეს, რომ ტრანსია, გამოირჩევა შესაბამისი გამოკვეთილი გარეგნობით და ამის ნიადაგზე დაესხნენ თავს. აყენებდნენ შეურაცხყოფას ტრანსფობიურ ნიადაგზე. სრულიად უცხო ადამინები, უბრალოდ გამვლელები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი მადონა კიპაროიძე და განაგრძობს: „ტელეფონი დაუმტვრიეს, ჩანთა და საფულე მოპარეს“.

თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებები ტრანსი გოგოს სხეულზე.

ტრანსი გოგოს კუთვნილი ტელეფონი დაზიანდა თავდასხმის შედეგად.

კიპაროიძის თქმით, თავდამსხმელები გაიქცნენ მას შემდეგ, რაც გარშემომყოფები ტრანსი გოგოს დასახმარებლად ჩაერიენ ინციდენტში.

მისივე თქმით, ადგილზეა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.