რუსთავის აზოტის თანამშრომლები გაიფიცნენ
Your browser doesn’t support HTML5
შპს "რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი ხელფასის 50%-მდე გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს ხელფასები 5-6 წლის წინ გაეზარდათ მხოლოდ 5%-ით. გაფიცულების საშუალო ხელფასი 500 ლარია.