ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იკითხება 2 ადამიანი, არავინ დაუკავებიათ.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლაში ჩართული იყვნენ სასულიერო პირებიც.
ამ დროისთვის სალხინოში სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან დაპირისპირებული მხარეები და პოლიცია.