"სოლიდარობა პანკისელებისგან, რიონის ხეობის მცველებს" - აქცია სოფელ ბირკიანში

Your browser doesn’t support HTML5

"სოლიდარობა პანკისიდან", "არა ნამახვანჰესს", "ხალხის ნება უზენაესია" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში "რიონის ხეობის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, "იგივე პრობლემა აწუხებს ხეობას, სადაც ასევე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება". ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში იმერეთშიც ჩავლენ და ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ადგილზეც შეუერთდებიან.