მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ შეკითხვას უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ამნისტია შეეხება ყველას, ეს ყველაფერი ჩაიწერა შეთანხმებაშიც, თუმცა ჩვენ როგორც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებებს, ისინი არ გამოიყენებენ ამ ამნისტიას და ალბათ ესეც უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს იმის შესაძლებლობა, გამოიყენონ თუ არა“, - ამბობს კალაძე.
შეკითხვაზე, მელიასთან ერთად უნდა გათავისუფლდნენ თუ არა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სამართალდამცველები?
კალაძე პასუხობს: „ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას“.
ასევე ნახეთ რა ვიცით ამნისტიის კანონზე: ვისზე გავრცელდება და ვისზე - არასამართალდამცავების ამნისტია მიუღებელია როგორც 20 ივნისს დაშავებული ადამიანებისთვის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის. თავად ნიკა მელია ამბობს, რომ თუკი ამ კანონით სამართალდამცავები პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება.