ზელენსკი პუტინს დონბასში შეხვედრას სთავაზობს

ზელენსკი ფრონტის ხაზზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 აპრილს გამოაქვეყნა სპეციალური ვიდეომიმართვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს შეხვედრას სთავაზობს „დონბასის ნებისმიერ წერტილში“.

„ბატონო პუტინ, მე იქ ყოველთვიურად ვიმყოფები. მზად ვარ წავიდე კიდევ უფრო შორს და გთავაზობთ შეხვედრას უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში, სადაც ომის მიდის“, - მიმართავს პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეომიმართავში ზელენსკი აღნიშნავს, რომ „ნორმადიული ოთხეულის“ ფორმატის ლიდერთა მრჩევლების ამასწინანდელ შეხვედრაზე გაიჟღერა წინადადებამ, რომ შეხვედრა ჩატარდეს დონბასში გამყოფ ხაზზე, „მაქსიმალურად აღიქვან სიტუაცია“.

კრემლიდან ზელნსკის წინადადებას გამოხმაურება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

მანამდე, 20 აპრილს უკრაინის დელაგაციამ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში, რომელიც დონბასში სიტუაციის მოწესრიგებაზე მუშაობს, გაავრცელა ცნობა, რომ სამშაბათის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმება, 2020 წლის 20 ივნისის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაძლიერებლი ზომების შესახებ.

უკრაინის მხარე მოელის, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო 28 აპრილის შეხვედრაზე შეთანხმებული სახით წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის დამატებით ზომებს ადგენს.